'თავისუფალი დემოკრატების' ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჯაშუშომანია სჭირს. აღნიშნული განცხადებით ალასანია ფოტორეპორტიორების' დაკავებას გამოეხმაურა.
'ეს არის სააკაშვილის ჯაშუშომანია. ის რომ, სააკაშვილი ამ ყველაფერს რუსეთის სპეცსამსახურებს და რუსულ პოლიტიკას უკავშირებს, ლოგიკურად ჯდება იმ პროპაგანდაში, რომელსაც ის ოთხი წელია ეწევა ის ამბობს: ვინც ჩემი წინააღმდეგია და არ მეთანხმება, ჩემი მტერია და რუსეთს ეხმარება. ეს არის სიტუაცია, როცა სააკაშვილმა ერთპიროვნულად და ემოციურად მიიღო მათი დაკავების გადაწყვეტილება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო და რუსეთი მეგობრები არ არიან. ამ საქმეებში არ იკითხება, რომ ადამიანებს ხელი მიუწვდებათ საიდუმლო ინფორმაციაზე', - განაცხადა 'თავისუფალი დემოკრატების' ლიდერმა ' კომერსანტთან' ინტერვიუს დროს.
ალასანია 'კომერსანტთან' ფოტორეპორტიორების აღიარებით ჩვენებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ის არის, რისიც ნამდვილად არ სჯერა.
'ჩვენ ჯიბის მართლმსაჯულება გვაქვს, ავტორიტარული რეჟიმი და ადამიანებს არ აქვს საშუალება გააგრძელონ ბრძოლა სამართლებრივად, თუ ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები', - აცხადებს ალასანია.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ფოტორეპორტიორები 7 ივლისს დააკავეს. მათ ბრალად ჯაშუშობა ედებათ. საქმე 'გრიფით საიდუმლოა'.
ჯეონიუსი
ე.შ
|