მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირაკლი ალასანია – მიუღებელია, ამბოხებაში ეჭვმიტანილები რაიმე ფორმით დაბრუნდნენ შეირაღებულ ძალებში

მიუღებელია ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, ამბოხების პრეცედენტიც კი დაიშვას ჩვენს შეიარაღებულ ძალებში და ამბოხებაში მონაწილეები, ან ეჭვმიტანილები რაიმე ფორმით კიდევ დაბრუნდნენ შეირაღებულ ძალებში. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა 'აქცენტებში' სტუმრობისას განაცხადა. 
მისი თქმით, ძალიან ფრთხილად მოეკიდებიან ასეთი ადამიანების სამხედრო სამსახურში დაბრუნებას. 
'ამბოხებაში ეჭვმიტანილი ხალხი, ამბოხებაში წვლილშეტანილი ხალხი, ბუნებრივია არის საფრთხე ისეთი უწყებისთვის, რომელიც მკაცრ სუბორდინაციაზეა აწყობილი. ჩვენ ასეთი ადამიანების მიმართ არ ვიქნებით ტოლერანტულები, მაგრამ თუკი მათ მიმართ ბრალდება პოლიტიკური ნიშნით იყო შეთითხნილი, ბუნებრივია ამ ადამიანების მიმართ შეკითხვები უნდა მოიხსნას', - განაცხადა ალასანიამ.
მანვე აღნიშნა, რომ სამხედრო ამბოხებაში ბრალდებულების, რომლებიც პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლდნენ, შეირაღებულ ძალებში დაბრუნების საკითხი საერთოდ არ დგას. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები