მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირაკლი ალასანია – ხელისუფლების მიზანი ჩვენი წონასწორობიდან გამოყვანაა

კოალიცია 'ქართული ოცნების' ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია სენაკის რაიონის სოფელ ახალსოფლის მცხოვრებლებს შეხვდა. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' კოალიციიდან აცნობეს, ალასანიამ მათ განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის სფეროების ხელშეწყობისა და დასაქმების შესახებ 'ქართული ოცნების' პროგრამა გააცნო.
ამასთან, ალასანიამ კომენტარი გააკეთა პროექტ 'კარდაკარის' სენაკის რაიონის ეკისთემის კოორდინატორ რომანო ცხვიტავას დაკავებასთან დაკავშირებითაც, რომელიც პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით აიყვანა და სასამართლომ ერთთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ალასანია აღნიშნულს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს და მას მიუღებელს უწოდებს. 
'სენაკის რაიონში პოლიცია აკავებს 'კარდაკარში' მონაწილე ჩვენს აქტივისტებს. ესაა მიუღებელი, რადგან ამით ხელი ეშლება პოლიტიკური პროცესის ნორმალურად წარმართვას. მინდა მივმართო უწყებათაშორის კომისიას, ყურადღება მიაქციოს ამ ფაქტს და იმასაც, რომ არავის შეეშალოს ხელი პოლიტიკური პროცესის წარმართვაში. ხელისუფლების მიზანია ჩვენი წონასწორობიდან გამოყვანა, თუმცა ჩვენ მშვიდად განვაგრძობთ კამპანიას და 'ნაციონალურ მოძრაობას' აუცილებლად დავამარცხებთ', - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები