მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში აღარ ჩამოვა

ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში აღარ ჩამოვა. ამის შესახებ 'ქართული პარტიის' ლიდერმა სოზარ სუბარმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა . ასევე, 'ქართული პარტია' 25 მაისს ავლაბრის მოედანზე აქციას აღარ გამართავს .
'განსაკუთრებით მძიმე იყო ირაკლი ოქრუაშვილის დარწმუნება, რომ უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, მაგრამ ეს იყო ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა და ის იძულებული გახდა, დამორჩილებოდა პარტიის პოზიციას', - აღნიშნა სუბარმა.
ამის მიზეზი კი, ეროსი კიწმარიშვილის თქმით, სახალხო კრებასთან პოზიციების ვერ შეჯერება გახდა. 
'22 მაისს ნინო ბურჯანაძემ გამოაცხადა, რომ 25 მაისს სახალხო კრება სხვა ადგილას, თავისუფლების მოედანზე გამართავდა აქციას, ამასთან როგორც ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ისე, სახალხო კრების წარმომადგენლებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ გარკვეული ეჭვები აქვთ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ერთმანეთის პარალელურად ორი აქციის გამართვით საზოგადოებაში დაბნეულობას შევიტანთ, ამიტომ, მივიღეთ ჩვენთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, ჩვენ გავაუქმებთ 25 მაისს ავლაბრის მოედანზე დაგეგმილ აქციას და შესაბამისად, 'სახალხო კრებას' და ნინო ბურჯანაძეს ხელს არ შევუშლით მათი გეგმების განხორციელებაში', - განაცხადა სუბარმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები