მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირაკლი ოქრუაშვილი - 25 მაისს საქართველოში ვიქნები

'ქართული პარტიის' თანათავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი 25 მაისს საქართველოში ჩამოსვლა გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრმა დღეს, ტელეკომპანია 'მაესტროს' ეთერში განაცხადა.
'ჩვენ ვდგებით ჩვენი ხალხის გვერდით. 25 მაისს ჩემს მეგობრებთან ერთად ვიქნები საქართველოში, რათა დავასრულოთ ეს ხელისუფლება', - თქვა მან.
ოქრუაშვილი პირობას დებს, რომ 25 მაისი ბოლო დღე იქნება ხელისუფლებისთვის.
საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა პირველად 20 მაისს, ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცებისადმი მიმართვისას განაცხადა. აღნიშნული მიმართვის შემდეგ, სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავებენ.
ოქრუაშვილი ამჟამად პარიზში იმყოფება, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი აქვს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები