მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირაკლი ოქრუაშვილი – ბურჯანაძე და მისი ქმარი რეჟიმის შეცვლას თერჯოლის რაიკომის ჭრილიდან უყურებენ

ბურჯანაძეს ჰგონია, კაცობრიობა ვალშია მასთან, როგორც ყველა დროის საუკეთესო პოლიტიკოსთან , - ამის შესახებ 'ქართული პარტიის' ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი გაზეთ 'კვირის პალიტრასთან' ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს. 
მისი თქმით, 'დემოკრატიული მოძრაობის' ლიდერის ილუზიები, რომ მარტო შეუძლია 'მიშას გასტუმრება', 2 მაისს კიდევ ერთხელ გაიფანტება. 
ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ 'სახალხო კრება' 2 მაისსაც იმავე შედეგს მიიღებს, რაც 25 ნოემბერს მიიღო. 
'25 ნოემბერს კონსტიტუცია გააუქმეს და 2 მაისს, ალბათ პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს ბურჯანაძე და საკუთარ თავს აირჩევს პრეზიდენტად. 2 მაისსაც ინტერესით დაველოდებით და თუ 2 მაისს კიდევ ახალ თარიღს გამოაცხადებს, იმ თარიღსაც დაველოდებით. ეგ და მაგის ქმარი თერჯოლის რაიკომის ჭრილიდან უყურებენ რეჟიმის შეცვლას და ვნახოთ, სადამდე მივლენ. ვინც გაიძახოდა, ფარდის უკან დამაყენესო, იმ კაცმა როგორ უნდა ჩამოაგდოს ის, ვინც მას ფარდის უკან აყენებდა?', - აცხადებს ოქრუაშვილი.
მისივე თქმით, 'ქართულ პარტიას' თავისი გეგმები აქვს და ბურჯანაძის 'აბდაუბდა' არ აინტერესებს.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები