მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირაკლი ოქრუაშვილი 'facebook'-ის საშუალებით ხალხის შეკითხვებს უპასუხებს

 

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, დღეს სოციალურ ქსელ 'facebook'-ის მეშვეობით ონლაინ-კონფერენციის მოწყობას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ 'ჯეონიუსს' 'ქართული პარტიის' პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

ცნობილია, რომ 'ონლაინ-კონფერენციის გამართვა მიმდინარე კვირას იგეგმება. აბსოლუტურად ყველა შეკითხვას, რომელიც საზოგადოებას ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აქვს, ის პასუხს გასცემს', - აცხადებენ პარტიაში.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ივნისს პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ოქრუაშვილს ბრალად ედება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები