მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირაკლი ღარიბაშვილი და რიჩარდ ნორლანდი ფოთში ერთობლივ ღონისძიებებს დაესწრებიან

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დღეს , 10:40 საათზე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ 'სუფსა'-ს ტერიტორიაზე, ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწრებიან.
როგორც „ექსპრესნიუსს „ შსს-დან აცნობეს, საზეიმო ცერემონიას მისასალმებელი სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრი გახსნის.
დღესვე, 12:10 საათზე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნოს გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელსაც ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში , რიჩარდ ნორლანდი , დაესწრებიან.

epn.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები