მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირაკლი ღარიბაშვილი თავს იმართლებს

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ, რომლის მიხედვითაც შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს, თენგიზ გუნავას ბოლო ოთხი თვის მანძილზე ნარკოტიკული საშუალება არ მიუღია, შინაგან საქმეთა მინისტრი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. 

იმ განცხადებების შემდეგ, რომელსაც ღარიბაშვილი შს მინისტრის პოსტზე დაინიშნვნისას აკეთებდა, რომ პოლიცია არ განახორციელებს პოლიტიკურ დაჭერებს და ამ უწყების მთავარი დევიზი სამართლიანობა იქნება, გუნავას საქმე ღარიბაშვილისთვის სილის გაწვნა იყო. საქართველოში განხორციელებულ პოლიტიკურ დაპატიმრებებს დღეს ამერიკის სენატის წევრებიც გამოეხმაურნენ, ამიტომ ღარიბაშვილს განმარტებების გაკეთება მოუხდა.

დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო 'თბილისი მარიოტში' მიმდინარე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ თენგიზ გუნავას საქმე ხელახლა შესწავლას საჭიროებს.

„იმ დასკვნის შემდეგ, რომელიც ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა, აღნიშნული საკითხი ხელახლა შესწავლას საჭიროებს. ჩემი ინტერესია, არ მოხდეს ჩირქის მოცხება რომელიმე ჩემი თანამშრომლისთვის, შესაბამისად, ჩვენ ამ საქმეს ხელახლა შევისწავლით, რათა საბოლოოდ დადგინდეს ჭეშმარიტება', - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და იქვე დასძინა, რომ აქვს ინფორმაცია, რომ დაკავების მომენტში თენგიზ გუნავა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რაც დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც დაადასტურა.

როგორ წარიმართება გამოძიება ძნელად პროგნოზირებადია, თუმცა თავად გუნავა აპირებს ბოლომდე მიიყვანოს საქმე და მის დაკავებაში მონაწილე პირებმა პასუხი აგონ. აღნიშნული მოთხოვნით მან  მთავარ პროკურატურაში საჩივარი უკვე შეიტანა.

„დაკავების შემდეგ მე სითხის დალევა მაიძულეს. რომელშიც  ნარკოტიკული ნივთიერება იყო გარეული, რაც ნარკოლოგიურმა შემოწმებამ აჩვენა. მე საკუთარ თავთან მართალი ვიყავი და ამიტომაც გათავისუფლების შემდეგ მივმართე ექსპერტიზის ბიუროს. შემოწმება თმის ღერის საშუალებით ჩატარდა. ამ გზით იმდენი თვის ინფორმაციის მოპოვება შეიძლება, რამდენი სანტიმერტიცაა თმა.

ჩემი თმის ღერი დაახლოებით 4 სანტიმეტრი იყო, გამომდინარე აქედან, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში მე ნარკოტიკული საშუალება არ მიმიღია.  ექსპერტიზის ეს პასუხი, დაკავებაში მონაწილე პირებისთვის, საბრალდებო დასკვნაა, მათ განაჩენი გამოუტანეს საკუთარ თავს. ამიტომ, აღნიშნული პირების კანონის მთელი ძალით დასჯას მოვითხოვ',- უთხრა გუნავამ „პრესა.ჯი'-ს.

გუნავას განცხადებით, რეალური დამნაშავეების დაკავება და სამართლის აღსრულება რამდენიმე საათშია შესაძლებელი, თუმცა ამისთვის სამართლებრივი ნება და სანქცია უნდა არსებობდეს. 

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები