მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირაკლი ღარიბაშვილი: თამაზაშვილი „ნაციონალების“ პირადი პატიმარი იყო“

'ლამის დანაშაულად ჩამითვალეს 'ნაციონალებმა' ის, რომ მყავს ოჯახი'.- ამის შესახებ შსს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვდერისას განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა თამაზ თამაზაშვილის პატიმრობასა და მისთვის 'ნაციონალების' მიერ ძალიან ბევრი სულელური ბრალდების წაყენებას მინისტრმა პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ ამ თემაზე მისი მხრიდან საუბარი უხერხულია.

' ჩემთვის ამაზე საუბარი უხერხულია და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ სასაცილო სიტუაცია იყო, გუშინ 'ნაციონალებმა' ლამის დანაშაულად ჩამითვალეს, ის, რომ მყავს ოჯახი. რაც შეეხება თამაზაშვილს, ის ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანია და ის კიდევ ერთი ისეთი პიროვნებაა, რომელიც იყო ძველი მთავრობის მიერ უდანაშაულოდ დასჯილი ადამიანი და ის იყო ' ნაციონალების' პირადი პატიმარი.

თამაზაშვილმა საკუთარ თავზე იტვირთა უსამართლობათა მთელი კასკადი, მას დააბრალეს, ის, რომ იტაცებდა  ბავშვებს და ა.შ. სასაცილოა როდესაც ის ადამიანები, რომლებიც ასეთ დანაშაულებებს ჩადიოდნენ დღეს მე მეკითხებიან მანანა ბერიკაშვილზე, ქვა ჩემზე უცოდველმა მესროლოსო, მხოლოდ ამით შემიძლია ვუპასუხო 'ნაციონალების' მიერ დასმულ სასაცილო შეკითხვებს'.- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

newposts.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები