მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვტოვებ ‘’ქართულ ოცნებას'

ირაკლი ღრიბაშვილი ''ქართულ ოცნებას' ტოვებს, ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ტელეკომპანია ''რუსთავი 2' -ის ეთერში განაცხადა.

''მე ვიყავი ''ქართული ოცნების' წევრი, მაგრამ მე ვტოვებ ''ქართულ ოცნებას' და იმედი მაქვს გავხდები შს მინისტრი' - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა.

''ჩემი განცხადება, რომ დაგეგმილია სოდის და კუდის რეორგანიზაცია, არასწორად იქნა ინტერპრეტირებული.  მე ვიგულსხმე მხოლოდ სტრუქტურული საკითხები, მინდა დავაზუსტო, რომ არცერთი პროფესიონალი არ დატოვებს სამსახურს და მე ვიქნები გარანტი, რომ მათ არაფერი შეეხებათ, რომ ვერცერთ პოლიციელზე ვერ განხორციელება პოლიტიკური დევნა.

ვინც ემსახურებოდა თავის ქვეყანას შეინარჩუნებს სამსახურს' - განაცხადა ღარიბაშვილმა, მან ასევე აღნიშნა, რომ უშიშროების სამინისტრო ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება.

ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იგი შეინარჩუნებს ნულოვან ტოლერანტობას დანაშაულთან მიმართებაში და არცერთი დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება კანონის ფარგლებში.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები