მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირაკლი ღარიბაშვილმა ივანიშვილისგან 150 000 ლარი მიიღო

ქვეყნის შს მინისტრი ერთ-ერთი პირველი გახლდათ იმ სახელმწიფო მოხელეებიდან, რომელმაც დეკლარაცია უკვე წარმოადგინა. თუმცა, რამდენად სრულყოფილად არის ასახული მილიარდერ ივანიშვილის მარჯვენა ხელის ქონება დეკლარაციაში თავად შეაფასეთ.

ღარიბაშვილის დეკლარაციაში ოჯახის სამი წევრი ფიგურირებს, მეუღლე - ნუნუ თამაზაშვილი და ორი შვილი.

დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილი ფლობს სამ ბინას თბილისში: გაგარინის ქუჩაზე (121.8 კვ.მ) და მოსაშვილის ქუჩაზე ორ ბინას, 170 კვ.მ და 159 კვ.მ ფართობის, მინისტრი არ უთითებს ბინების შეძენის თარიღს.

მის საკუთრებაშია ავტომანქანა Mersedes Benz, 2009 წლის გამოშვება და Toyota Corolla, 2007 წლის გამოშვება.

ღარიბაშვილი დეკლარაციაში აფიქსირებს, რომ აქვს ნაღდი ფული - 20 000 ლარის ოდენობით. მას გასულ წელს შემოსავლის სახით 150 000 ლარი მიუღია, 75 000 ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ ''ქართუს'' გამგეობის თავმჯდომარეობის და ამდენივე ივანიშვილის ''ქართული ოცნების'' დირექტორობიდან.

ღარიბაშვილი არ უთითებს საბანკო ანგარიშებზე ანაბრის ოდენობას, როგორც აღვნიშნეთ მას მხოლოდ 20 000 აქვს დეკლარირებული ნაღდი ფულის სახით, შესაბამისად, უცნობია მიმდინარე წელს მიღებული 150 000-ს ბედი.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები