მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირანზე თავდასხმის ვადამ 2013 წლამდე გადაიწია, სანქციები მოქმედებს

ირანზე სამხედრო შეტევა, შესაძლოა, 2013 წლისთვის გადაიდოს. ამის შესახებ ისრაელის მედია იუწყება ქვეყნის თავადცვის უწყების მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით, რომელიც ამტკიცებს, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გარკვეულ შედეგებს იღებს.


„თეორიულად, ირანზე შეტევა შეიძლება მოხდეს მიმდინარე წელსაც, მაგრამ რეალური ვადა 2013 წელია' - წერს გაზეთი. ასევე არის ინფორმაცია, რომ აშშ და ისრაელი იზიარებენ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ირანის ხელისუფლებას ჯერ არ მიუღია სტრატეგიული გადაწყვეტილება - დაიწყოს თუ არა ურანის გამდიდრება სამხედრო მიზნებისათვის.

გარდა ამისა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც განაცხადა, რომ ირანს დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა მძიმე დარტყმა მიაყენა, თუმცაღა ჯერ უცნობია, აიძულებს თუ არა ეს თეირანს, უარი თქვას ბირთვული იარაღის შექმნაზე.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები