მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირანის პრეზიდენტი დასავლეთს გვალვის პროვოცირებაში ადანაშაულებს

ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი აცხადებს, რომ ქვეყნის მტრები ირანის თავზე ღრუბლების გაფანტვას ახდენენ, რათა გვალვის პროვოცირება მოახდინონ. ამის შესახებ ინფორმაციას ირანულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით 'როიტერი' ავრცელებს.
'მტრები ფანტავენ ღრუბლებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისკენ მოძრაობენ. ამ ომში გამარჯვება მაინც ჩვენ დაგვრჩება', - აცხადებს ირანის პრეზიდენტი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანელი მაღალჩინოსნები და მათ შორის პრეზიდენტი, დასავლეთს ირანის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებებში ადანაშაულებენ.
2012 წლის მაისში აჰმადინეჟადმა ევროპის ქვეყნები უკვე დაადანაშაულა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ღრუბლების გაფანტვაში, რამაც ირანის მთელ ტერიტორიაზე არნახული გვალვა გამოიწვია. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები