მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირანის სულიერი ლიდერი პრეზიდენტ მაჰმუდ ახმადინეჯადის გადაგომას ითხოვს

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხომეინი პრეზიდენტ მაჰმუდ ახმადინეჯადის გადაგომას ითხოვს. ამის შესახებ გამოცემა 'ზმანი' არაბულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
არაბული მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტის გარემოცვის რამდენიმე წევრი დაპატიმრებულია. თავად ახმადინეჯადი კი, სავარაუდოდ, პოსტს უახლოეს მომავალში დატოვებს. აღსანიშნავია, რომ, როგორც არაბული პრესა წერს, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. 
ცნობილია, რომ ხომეინისა და ახმადინეჯადს შორის სერიოზული დაპირისპირებაა. მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ირანის პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე პროცედურები მზადდება. 300-მდე დეპუტატმა ირანის პრეზიდენტს წერილი მისწერა, სადაც ისინი ახმადინეჯადისგან მოითხოვენ, სულიერ ლიდერს მოუსმინოს და ანგარიში გაუწიოს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები