მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირანი უცხოელების დახმარებაზე უარს ამბობს

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ უარი განაცხადა უცხოელების დახმარებაზე. როგორც წითელი ნახევარმთვარის ირანის ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, ირანი არ საჭიროებს უცხოელების დახმარების აუცილებლობას, - აცხადებს ISNA.

SNA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციითვე, იაპონიის ელჩმა თეირანში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის საჭირო ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს. გარდა ამისა, დახმარების სურვილი გამოთქვეს სინგაპურმა, ტაივანმა, გერმანიამ, თურქეთმა, აზერბაიჯანმა, ასევე, ორგანიზაციამ ექიმები საზღვრებს გარეშე და გაეროს ბავშვთა ფონდის ოფისმა.

6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირანის ქალაქ თავრიზიდან 49 კმ ჩრდილო აღმოსავლეთით გუშინ მოხდა. შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2 ათასამდე დაშავდა.

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები