მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ისრაელის საელჩო მუშაობას ორშაბათიდან განაახლებს

ისრაელის საელჩო საქართველოში მუშაობას ორშაბათიდან განაახლებს. ამის შესახებ 'ინტერპრესნიუსს' საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს .
საგარეო უწყების ინფორმაციით, საელჩოს მუშაობა ტექნიკური მიზეზების გამოა შეფერხებული.
ინფორმაცია საქართველოში Iსრაელის საელჩოს დახურვის შესახებ ებრაულ მედიაში გავრცელდა. ამ ცნობის მიხედვით, 'ჰესბოლას' ლიდერის იმად მურნიეს ლიკვიდაციის წლისთავთან დაკავშირებით. ტერაქტების საფრთხე რეალურია და დაიხურა ისრაელის საელჩოები საქართველოში, თურქეთში და აზერბაიჯანში.
რამდენიმე დღის წინ, ისრაელის ანტიტერორისტულმა ბიურომ საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც ისრაელის მოქალაქეებისთვის ჩასვლა სახიფათოა.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები