მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ისრაელი და პალესტინა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

 

ისრაელისა და პალესტინის დაჯგუფებები, რომლებიც ღაზას სექტორში მოქმედებენ, კონფლიქტის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ამის შესახებ „როიტერი' იუწყება. სააგენტო ინფორმაციას უსაფრთხოების ეგვიპტურ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ეგვიპტელები იყვნენ შუამავლები მოლაპარაკების დროს, რომლის შედეგადაც ცეცხლის შეწყვეტა გადაწყდა.

ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია ცეცხლის შეწყვეტაზე კონფლიქტის მხარეების მხრიდან არ გავრცელებულა.

მიღწეული შეთანხმება გულისხმობს კონფლიქტის მხარეების მხრიდან ყველა ამჟამად არსებული ოპერაციის შეწყვეტას.

სამხედრო მოქმედებები, რომელიც ისრაელ-პალესტინის საზღვართან უკანასკნელი რამდენიმე დღეა გრძელდება 9 მარტს მას შემდეგ დაიწყო რაც ისრაელმა ღაზას სექტორში მანქანა გაანადგურა, რომელშიც „ჰამასის' ორი სამხედრო ლიდერი იმყოფებოდა. ისრაელის ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ისრაელზე შეტევას ამზადებდა.

საპასუხოდ პალესტინამ ისრაელის მიმართულებით 200 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა. მათი უმეტესობა მცირედ დასახლებულ რაიონებში ჩამოვარდა, დანარჩენი კი ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის მიერ განადგურდა.

ისრაელ-პალესტინას შორის ღაზას სექტორში სიტუაციის ხელახლა გამწვავებას გაეროს ვროკავშირის და მეზობელი ეგვიპტის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

onlinenews.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები