მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ისრაელმა საქართველო სახიფათო ქვეყნების სიიდან ამოიღო

ტერორიზმთან ბრძოლის ისრაელის შტაბმა ისრაელის მოქალაქეებისთვის სახიფათო ქვეყნების სიიდან საქართველო ამოიღო . ამის შესახებ პორტალი 'იზრუს' იუწყება.
ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოში შემავალ შტაბში მიაჩნიათ, რომ საქართველოში ისრაელის მოქალაქეებისთვის საშიში ვითარება აღარ არის და სიიდან სწორედ ამიტომ ამოშალეს. ჩამონათვალში კვლავ რჩება აზერბაიჯანი და სომხეთი. ისრაელის მოქალაქეებისთვის კვლავ სახიფათოდ მიიჩნევა ტაჯიკეთი და თურქმენეთი.
ტერორიზმთან ბრძოლის შტაბმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ 'ჰესბოლას' აქციების გამო ისრაელის მოქალაქეებისთვის სახიფათო იყო შემდეგი სახელმწიფოები – სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, თურქეთი, ვენესუელა, ეგვიპტე, კოტ-დივუარი, მალი და მავრიტანია. 'ჰესბოლას' დარტყმებს ისრაელი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერის – იმად მუგნიეს ლიკვიდაციიდან სამი წლისთავის გამო ელოდა.
ისრაელმა საქართველო სახიფათო ქვეყნების სიაში ირანთან მჭიდრო კავშირის გამო შეიყვანა

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები