მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ისრაელ-საქართველოს ურთიერთობა რუსულ მედიაში

რუსული ინტერნეტგამოცემა 'აკსაკალი', სათაურით 'როგორ დაუმეგობრდეს საქართველო ისრაელს', საქართველო-ისრაელის ურთიერთობის შესახებ სტატიას აქვეყნებს .
'საქართველომ, მართალია, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ საკუთარი შეცდომა აღიარა, როდესაც ორი ებრაელი ბიზნესმენი რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი გაასამართლა. იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებიც 20 წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებდნენ საქართველოში ინვესტირებას, განაჩენის გამოტანამ დარტყმა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მიაყენა', - ნათქვამია სტატიაში.
მასალის თანახმად, ისრაელს, საქართველოს ბრძოლა მექრთამეობასთან, არც თუ ძალიან მოეწონა. ბიზნესმენებისთვის განაჩენის გამოტანა სულაც არ ჰგავდა ისრაელიდან ინვესტიციებსი შემოდინებისთვის მადლიერების გამოხატვას. 
'საინტერესოა, რომ ვიდრე ქართული ეკონომიკის ინვესტორები სასჯელს იხდიან, საქართველო ისრაელს მეგობრულად განწყობილ ქვეყნად მიიჩნევს... ამის მიუხედავად, ისრაელმა საქართველოში გაურკვეველი ვადით დახურა საკუთარი საელჩო საქართველოში. ორ ქვეყანას შორის ბიზნეს და სამხედრო თანამშრომლობას ობობის ქსელით დაფარვა დაემუქრა, მაგრამ ქართველმა პოლიტიკოსებმა მაინც იპოვეს მცირე წერტილი თბილისისა და თელ-ავივის ურთიერთობების გამოსასწორებლად... ისრაელს ნებისმიერი მხარდაჭერა სჭირდება პალესტინის ავტონომიის სუვერენიტეტის საკითხში და ამ მხრივ, საქართველომ, შესაძლოა, გარკვეული ნაბიჯი გადადგას. თუმცა, მანამდე, კარგი იქნებოდა, ქართულ მხარეს ებრაელი ბიზნესმენები გაეთავისუფლებინა', - ნათქვამია სტატიაში.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები