მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> იტალიის საელჩო ქვეყნის გაერთიანებიდან 150 წლისთავს მასშტაბური გამოფენით აღნიშნავს

იტალიის საელჩო ქვეყნის გაერთიანებიდან 150 წლისთავს დღეს, ევროპის სახლში მასშტაბური გამოფენით აღნიშნავს .
გამოფენაზე - 'იტალია საქართველოში: ათასწლოვანი დიალოგი', საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი 150-ზე მეტ ექსპონატს წარმოადგენს, რომელიც ქართულ-იტალიურ კულტურულ ურთიერთობებს ეხება.
როგორც 'ინტეპრესნიუსს' მუზუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ განუცხადა, ექსპოზიცია მოიცავს ქრისტეფორე კასტელის, ჯუზეპე ვერდის, ფედერიკო ფელინის ხელნაწერებს, საოპერო ხელოვნების იტალიელ ოსტატებს, რომლებიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში თბილისში ჩამოვიდნენ. ასევე, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, პეტრე ოცხელის იტალიურ მოტივებზე შექმნილი ნამუშევრები.
გამოფენის გახსნაზე ასევე საქართველოში იტალიის ელჩი ვიტორიო სანდალი ნინო ანანიაშვილს იტალიური სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენს გადასცემს. 'ეს ორდენი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ჯორჯო ნაპოლიტანოს სახელით გადაეცემა ბრწყინვალე ბალერინას, რაც კიდევ ერთი დადასტურება იქნება საუკუნოვანი იტალიურ-ქართული ურთიერთობებისა. ამჟამად ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები ძალზედ გააქტიურებულია, როგორც ინსტიტუციურ და ეკონომიკურ, ისე სოციალურ და კულტურულ დონეზე', _ განაცხადა იტალიის ელჩმა.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები