მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სამუშაო ვიზიტით გერმანიას ეწვევიან

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კახა კობერიძე, გიორგი შავლიაშვილი და სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიროტაძე დღეს გერმანიაში მიემგზავრებიან.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ქართული დელეგაცია გერმანიის სხვადასხვა მხარეების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეებს და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
ვიზიტის მიზანია გერმანიის სასამართლო სისტემისა და მათი გამოცდილების გაცნობა, ასევე გერმანული მხარის ინფორმირება საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმაზე და ბოლო პერიოდში ამ მხრივ განხორციელებულ ინსტიტუციონალურ და საკანონმდებლო ცვლილებებზე.
ქართული დელეგაციის ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ ) მიერ არის ორგანიზებული. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები