მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კადაფის ქალიშვილის მტკიცებით, დიქტატორი ამბოხებულებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს მართავს

ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ამბოხებულებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს მართავს. 'როიტერის' ცნობით, ამის შესახებ კადაფის ქალიშვილმა, აიშა კადაფიმ საფრანგეთის ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა. 
ამასთან მან გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ მისი მამა ქვეყანას დატოვებს, რადგან აიშას თქმით მუამარ კადაფი ქვეყნის ბელადია. 35 წლის აიშა ფრანგ ჟურნალისტებს ტრიპოლის ერთ-ერთ სასტუმროში შეხვდა. 
'იმისთვის, რომ სისხლისღვრა შეჩერდეს ხელისუფლება მზად არის 'ეშმაკთანაც', ე.წ. ამბოხებულებთან ითანამშრომლოს',- განაცხადა აიშა კადაფიმ. მ
მან ასევე მიანიშნა, რომ მისი მამა არც პოსტს და არც ქვეყანას დატოვებს. 'სად გინდათ რომ მამაჩემი წავიდეს? ეს მისი ქვეყანა, მისი მიწა და მისი ხალხია',- განაცხადა აიშამ.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები