მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კადაფის ძალებისგან მორიგი ქალაქის დაბომბვას 30 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ძალების მიერ ტრიპოლის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ კეტლის დაბომბვას 30 ადამიანი ემსხვერპლა . 
'ასოშეითედ პრესის' ინფორმაციით, ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ქალაქი 'გრადის' ტიპის რაკეტებით დაბომბეს. 
როგორც ადგილობრივები სააგენტოსთან საუბრისას ყვებიან, დაბომბვა უკვე მეორე დღეა, გრძელდება. მოკლულია 30 და დაჭრილია ათობით ადამიანი. 'ბევრი ოჯახი ქალაქიდან გაიქცა, მაგრამ მე სახლში მოხუცები მყავს, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ. ბევრს რეპრესიების გამო საავადმყოფოში დაჭრილების მიყვანის ეშინია', - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები. 
კოალიციურმა ძალებმა ლიბიაზე საჰაერო იერიში 19 მარტს მიიტანეს. სამხედრო ოპერაციას ნატო ხელმძღვანელობს. განადგურებულია ლიბიელი დიქტატორის საჯარისო შენაერთების ჯავშანტექნიკა. ამ დროის განმავლობაში დაიღუპა და დაიჭრა ასობით ადამიანი.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები