მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კადაფი ევროპას ემუქრება

ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ევროპას დაემუქრა. 'ბიბისი'-ის ცნობით, ლიბიის ლიდერმა თავის რადიომიმართვაში განაცხადა, რომ თუკი ნატო ლიბიის ტერიტორიის დაბომბვას არ შეწყვეტს , მისი არმია სამხედრო მოქმედებებს ევროპის ტერიტორიაზე გადაიტანს.
კადაფის თქმით, სამხედრო დარტყმების ობიექტები იქნება საცხოვრებელი სახლები, ოფისები და ევროპელების ოჯახები. კადაფის ეს სიტყვები, რომელიც მან რადიომიმართვისას წარმოთქვა, ტრიპოლის ცენტრალურ მოედანზეც ისმოდა. მისი განცხადებით, ლიბია ევროპაზე შურს იძიებს. 
'ლიბიელები ერთ დღეს საბრძოლო მოქმედებებს ევროპის ტერიტორიაზე გადაიტანენ, რათა თქვნს სახლებს, ოფისებსა და ოჯახებს შეუტიონ. ლიბიელების სამიზნეები ლეგიტიმური გახდება, რადგან, თქვენ იერიში ჩვენს სახლებზე მიიტანეთ',- განაცხადა კადაფი. ლიბიის ლიდერმა ევროპას უკან დახევისკენ მოუწოდა. 
' თუკი ჩვენ გადავწყვეტთ, ევროპას, როგორც კალიები და ფუტკრები ისე შევესევით. სანამ კატასტროფა დაიწყება, უკან დახევას გთავაზობთ', - განაცხადა კადაფიმ.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები