მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'კავკასიის' ეთერს ერთი საათით ფოტორეპორტიორებზე გადაღებული ფილმები და რეპორტაჟები დაიკავებს

ტელეკომპანია 'კავკასიის' ერთსაათიან ეთერს, 19:00 საათიდან 20:00 საათამდე, ფოტორეპორტიორებზე გადაღებული ფილმები და რეპორტაჟები დაიკავებს. 
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ტელეკომპანია ~კავკასიის~ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჯანგირაშვილმა განუცხადა, ერთსაათიან გამოშვებაში გავა სტუდენტების მიერ გიორგი აბდალაძეზე გადაღებული 15 წუთიანი ფილმი, ტელეკომპანია ~კავკასიის~ მიერ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ფოტორეპორტიორების შესახებ მომზადებული სიუჟეტები და ჟურნალისტების აქციების ამსახველი კადრები. 
აქციას ტელეკომპანია ~მაესტრო~ თოქშოუს საშუალებით უერთდება.
დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად, დღეს, 19.00-დან 20.00 საათამდე, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ეთერით აქცია გაიმართება. 
ორგანიზატორია ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფი. აქციის ფორმატით გათვალისწინებულია ერთდროულად რამდენიმე რადიოს, ტელეკომპანიისა და ინტერნეტმაუწყებლობის ეთერის დათმობა ფოტორეპორტიორების საკითხისადმი. აქციას ექნება მარათონის სახე და საეთერო სტუდიები ერთმანეთთან ონლაინკავშირში იქნებიან.
აქციას უკვე შეუერთდნენ ტელეკომპანიები - 'მაესტრო', 'კავკასია', 'ტრიალეთი', '25-ე არხი', ინტერნეტტელევიზიები - 'პალიტრა-ტვ', 'ობიექტივი', რადიოები - 'პალიტრა', 'უცნობი', 'მაესტრო', 'ობიექტივი'.
ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფი აქციაში მონაწილეობისკენ სხვა სამაუწყებლო მედიასაშუალებებსაც მოუწოდებს.
შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და 'ალია ჰოლდინგის' ფოტორეპორტიორი) რამდენიმე დღის წინ დააკავა.
ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა. ნათია გედენიძე კი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ბრალდება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეს გრიფი 'საიდუმლო' დაედო. პირველი სასამართლო სხდომა პირველი სექტემბრისთვის არის ჩანიშნული.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები