მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კალანდაძე: ტომას მელია საქართველოში წინასაარჩევნო კლიმატის გასაცნობად ჩამოვიდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ტომას მელიას ვიზიტს ეხმაურება.

გრიგოლ ვაშაძის მოადგილის ნინო კალანდაძის შეფასებით, მაღალჩინოსანთა ვიზიტი სამუშაო ხასიათის იქნება.

„ჯგუფი საქართველოში წინასაარჩევნო კლიმატის გასაცნობად ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან',- განაცხადა ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა.  იგი უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო პერიოდს შეაფასებს.

დელეგაცია ამერიკის საერთაშორის განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა  და იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგანაა დაკომპლექტებული.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები