მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კან­დე­ლა­კი: ეს დეკ­ლა­რა­ცია არის ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გაფ­რთხი­ლე­ბა, რაც მთავ­რო­ბას აქამ­დე მი­უ­ღია

ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ დეკ­ლა­რა­ცია გა­მო­აქ­ვყე­ნა, რო­მელ­შიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბის­თვის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა შეს­თა­ვა­ზა. ტა­ბუ­ლა კო­მენ­ტა­რის­თვის, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევრს, გი­ორ­გი კან­დე­ლაკს და­უ­კავ­შირ­და. მი­სი შე­ფა­სე­ბით ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის დეკ­ლა­რა­ცია  არის პა­სუ­ხი ''ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დი­დაქ­ტი­კურ ეს­სე­ზე, რო­მე­ლიც მან შეს­თა­ვა­ზა ათ­წლე­უ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ლი­დე­რებს''. ''ჩვენ ევ­რო­პა­ში არა­ვინ არ გვე­ქა­ჩე­ბა და არ გვა­ძა­ლებს იქ შეს­ვლას, ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი. თუ ჩვენ­თვის მა­თი ქცე­ვის წე­სე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი არის მი­უ­ღე­ბე­ლი, არა­ვინ არა­ფერს გვა­ძა­ლებს'',- გა­ნაც­ხა­და გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა. დე­პუ­ტა­ტის  თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დეკ­ლა­რა­ცია არის ''ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გაფ­რთხი­ლე­ბა, რაც მთავ­რო­ბას აქამ­დე მი­უ­ღია''. ''ეს დეკ­ლა­რა­ცია მეტ­ყვე­ლებს იმა­ზე, რომ თუ არ შეწ­ყდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი წყო­ბი­ლე­ბის ნგრე­ვა, სა­ქარ­თვე­ლო მოწ­ყდე­ბა ევ­რო­პას და აღ­მოჩ­ნდე­ბა რუ­სე­თის ხა­ხა­ში, რა­ზეც პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბა ქარ­თულ ოც­ნე­ბას'' , -აღ­ნიშ­ნა კან­დე­ლაკ­მა. მი­სი­ვე თქმით, სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს დის­კუ­სი­ას. ''ან მთავ­რო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს მას და სა­ქარ­თვე­ლო აგ­რძე­ლებს ევ­რო­პის­კენ სვლას, ან არა''. ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო რჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ გა­და­იდ­გა რამ­დე­ნი­მე ისე­თი ნა­ბი­ჯი, ''რა­მაც და­ა­ზი­ა­ნა ქვეყ­ნის პო­ზი­ტი­უ­რი იმი­ჯი. კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის, სა­სა­მარ­თლო­სა და მე­დი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­კით­ხებ­ში''. ''ამ­დე­ნად, არ­სე­ბულ გა­რე­მო­ე­ბებ­ში და სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მი­სი ხელ­მო­წე­რა და რა­ტი­ფი­კა­ცია ევ­რო­კავ­ში­რი­სა და მი­სი წევ­რის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მხრი­დან საფ­რთხის ქვე­შაა'', - აღ­ნიშ­ნუ­ლია დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში. დეკ­ლა­რა­ცია, სა­მიტ­ზე ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­ნი­ხი­ლა, რო­მე­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან: ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ევ­რო­პუ­ლი კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ათი ვი­ცეპ­რე­ზი­დენ­ტი, ასე­ვე ირ­ლან­დი­ის მი­ნის­ტრი ევ­რო­პულ სა­კით­ხებ­ში, მას შემ­დეგ, რაც ირ­ლან­დია EPP-ს შე­მად­გენ­ლო­ბა­შია. ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის არც ერთ წევრს, დეკ­ლა­რა­ცი­ის შე­სა­ხებ სა­პი­რის­პი­რო აზ­რი არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია და მას­ზე ხე­ლის მო­წე­რის­გან თა­ვი არ შე­უ­კა­ვე­ბია. შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ, პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ას წე­რი­ლი მის­წე­რა, რო­მე­ლიც მი­სი Facebook-ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. 

ტაბულა

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები