მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კახაბერ ძაგანია - საქართველო ნატო-სა და ამერიკისთვის კარგა ხანია, იქცა საზარბაზნე ხორცის საამქროდ

'ლეიბორისტული პარტიის' იდეოლოგიურმა მდივანმა, კახაბერ ძაგანიამ პარტიის ოფისში დღეს პრესკონფერენცია გამართა და ავღანეთში გაგზავნილ სამხედროთა მშობლებს, ოჯახებს მოუწოდა, არ გაუშვან 'დაქირავებულ ოკუპანტად' უცხო ქვეყნებში საკუთარი შვილები.
მისი თქმით, საქართველო ნატო-სა და ამერიკისთვის კარგა ხანია, იქცა საზარბაზნე ხორცის საამქროდ. 
'ნატო-ს წევრი უამრავი ქვეყანა არ აგზავნის ავღანეთში თავის ჯარებს, უფრო მეტიც გამოჰყავს, ხოლო ამ დეფიციტს ავსებს ჩვენი შვილებით დესპოტი სააკაშვილი, რათა სისხლის ტბაზე საკუთარი ტახტის ტივტივი შეინარჩუნოს. რომში შეხვედრის შემდეგ მან ბაიდენთან აიღო ვალდებულება კონტიგენტის უპრეცედენტო გაზრდაზეც',-აღნიშნა ძაგანიამ. 
'ლეიობრისტები' ითხოვენ ნატო-ს სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაციისგან, 'ნუ სარგებლობენ ერის უბედურებით, უარი თქვან დიქტატორის მიერ მათდამი მიძღვნილ შესაწირზე ქართველეთა სისხლის სახით'.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები