მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კახა კალაძე: ისტერიაში ჩავარდნილი პრეზიდენტი უკვე ყოველგვარ ზღვარს გადასცდა

,,ისტერიაში ჩავარდნილი პრეზიდენტი ცდილობს თავისი რეჟიმის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის „ქართულ ოცნებას' დააშვებინოს შეცდომა და მარტივ პროვოკაციებზე წამოაგოს',-მიიჩნევს ,,ქართული ოცნების' წარმომადგენელი კახი კალაძე.

,,ჩემო თანამემამულენო, ბოლო ხანს მასობრივი ხასიათი მიიღო „ქართული ოცნების' მხარდამჭერთა ყოვლად აბსურდულმა დაკითხვებმა, კანონს ამოფარებულ ჩინოვნიკთა გარკვეული ნაწილი ზეწოლას ახდენს მოქალაქეებზე და ყოველივე ეს ხდება პიროვნების პატივისა და ღირსების ამყრელი მოქმედებით, მათ შორის, ყოვლად დამამცირებელი - აღნიშნა კალაძემ-თავის განცხადებაში

მისივე განცხადებით, ხელისუფლება ყველა მეთოდს იყენებს ,,ქარტული ოცნების~ შეცდომაში სესაყვანად

,,ისტერიაში ჩავარდნილი პრეზიდენტი უკვე ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. ის ცდილობს თავისი რეჟიმის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის „ქართულ ოცნებას' დააშვებინოს შეცდომა და მარტივ პროვოკაციებზე წამოაგოს. მაგრამ ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რა უკუშედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას და გათვლილი ნაბიჯებით მივიწევთ წინ. ხელისუფლების ვერანაირი ხაფანგი ვერ გვაიძულებს ქართველ ხალხს, რომ არჩეული სამართლებრივი გზიდან გადავუხვიოთ. ჩვენ აუცილებლად დავიცავთ მთელი ქვეყნის მაშტაბით ჩვენს აქტივისტებს და არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთ მათ მარტო რეჟიმთან ბრძოლაში' - სულ მალე საზოგადოება ამას თვალნათლივ დაინახავს',- ნათქვამია განცხადებაში. 
.
კახა კალაძე ქვეყანაში შექმნილ სამართლებრივ მდგომარეობასაც ეხმიანება. მისი თქმით, 
ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა უსაზღვრო არაა.

,,ყველა ჩინოვნიკს, რომელიც დღეს სადამსჯელო ოპერაციებში იღებს მონაწილეობას, რომ ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა უსაზღვრო არაა, მოვა დრო, როდესაც აბსოლუტურად ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი ხალხის წინაშე და ვისაც კანონი აქვს დარღვეული, მოხვდება განსასჯელის სკამზე. ქართველი ხალხის მუდმივ ტერორსა და ძალადობაში ყოფნას არ შევაჩერებთ იმავდროულად ამ სამარცხვინო ფაქტების საქმის არსი გავაცანით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და დიპლომატიურ კორპუსს. '-აღნიშნა კალაძემ. 

კახა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი ქართულ ოცნებას ძალიან მაზე აიხდენს. ,,მეგობრებო, ქალაქებში, რაიონებში, დაბებსა თუ სოფლებში ჩვენი რიგები არა თუ ყოველდღიურად, არამედ ყოველ საათობრივად იზრდება და სულ მალე ერთ მუშტად შეკრული საქართველოს მოსახლეობა აიხდენს „ქართულ ოცნებას'-განაცხადა კალაძემ.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები