მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კახა კუკავა ბიძინა ივანიშვილს სახალხო დამცველის დამტკიცების პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს

პარტია „თავისუფალი საქართველო' მიმართავს ბიძინა ივანიშვილს თხოვნით, რომ შეჩერდეს სახალხო დამცველის დამტკიცების პროცესი, ჩატარდეს მიუკერძოებელი სოცილოგიური გამოკითხვა და პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინოს ის კანდიდატები, რომლებიც საზოგადოების ნდობით სარგებლობენ. ამის შესახებ, პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ, დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით,  სახალხო დამცველის ინსტიტუტი არ არის  საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა, თუმცა პირველ  შეცდომას, შესაძლოა შემდეგი შეცდომებიც მოჰყვეს და საბოლოოდ, სწორედ ისე, როგორც შევარდნაძისა და სააკაშვილის პერიოდში, ქვეყნის განვითარება  არა დემოკრატიულ ინსტიტუტებს დაეფუძნოს, არამედ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ პერსონებს. 

„ვფიქრობთ, სახალხო დამცველის დანიშვნის პროცესში, უკვე გამოიკვეთა ახალი ხელისუფლების პირველი უხეში შეცდომა',- განაცხადა კახა კუკავამ

მისივე თქმით, ახალი ხელისუფლების მხრიდან დაპირება, რომ სახალხო დამცველის დანიშვნაში დიდ როლს საზოგადოების აზრი ითამაშებდა, საბოლოოდ არ გამართლდა და ხალხის რჩეულის დიმიტრი ლორთქიფანიძის ნაცვლად, ყოველგვარი განხილვის გარეშე, უმრავლესობის კანდიდატად  ნინო ხატისკაცი დასახელდა.

კახა კუკავამ აღნიშნა, რომ ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის დანიშვნის პროცესს სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი კურირებდა.

„საინტერესოა, როგორ იქნებოდა პირადად ბიძინა ივანიშვილის რეაქცია, წინა ხელისუფლების დროს სახლხო დამცველის კანდიდატურა ბაჩო ახალაიას ან ხათუნა კალმახელიძეს რომ შეერჩია',- დასძინა კახა კუკავამ.

news.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები