მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კახა კუკავა - არ ვიცი რა ლენცოფა ჭამა გიორგი გუგავამ

არ ვიცი რა ლენცოფა ჭამა ამისთანა გიორგი გუგავამ - ამის შესახებ განცხადება 'პრაიმტაიმის' პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე 'თავისუფალი საქართველოს' ლიდერმა კახა კუკავამ გიორგი გუგავას განცხადების კომენტარისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც 'კუკავას სურს ადგილის დაკავება ოლიგარქის სავსე დოლარების, მეშოკის გვერდით'.

კუკავას თქმით, 'ვინ არის დოლარების რიგში და ვინ არის ნამდვილი პოლიტიკოსი ეს სუბიექტური შეხედულების საკითხია'.

'ჩვენ პრაიმერი და სოციოლოგია პარტიებს შევთავაზეთ ზუსტად იმიტომ რომ თუ ქართული საზოგადოება მიიჩნევს რომ მე ვდგავარ დოლარების ტომრის რიგში და 'ლეიბორისტებს' უნდა ვანდოთ ქვეყანა ერთხელ მაინც მაშინ მე მზად ვარ მოვხსნა კანდიდატურა. მაგრამ თუ გამოიკვეთა რომ 14-15 ჯერ მეტია ჩვენი რეიტინგი ამ კანდიდატთან მიმართებაში, მაშინ მოხსნას რა აზრი აქვს? ამიტომაც მე მათ ვთავაზობ , შევთანხმდეთ იმ კანდიდატზე რომელსაც აქვს გამარჯვების შანსი. ის 50 ხმა რომელსაც გუგავა ამ არჩევნებში მიიღებს მას გამარჯვებისთვის არ ეყოფა ჩემთვის კი შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს' , - აცხადებს კუკავა და დასძენს რომ 'ლეიბორისტული პარტიის' ლიდერს და გიორგი გუგავასაც ის დღეს შეხვდება .

პრაიმტაიმი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები