მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კახი კალაძესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო კონტრაქტის პირობების შესწავლას იწყებს

კახი კალაძის საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო კონტრაქტის პირობების შესწავლას იწყებს , - ამის შესახებ ~ინტერპრესნიუსს~ იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს.
მათი ცნობით, რადგან კახი კალაძის კომპანიამ სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტი დაარღვია, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, კონტრაქტის პირობების დარღვევის შესწავლას იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს.
რაც შეეხება გამოძიებას, იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ კალაძის წინააღმდეგ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს.
კახი კალაძეს 2008 წლის დეკემბრამდე უნდა დაეფარა 38 მლნ 20 ათასი დოლარი. თუმცა, მან ბიუჯეტში ამ თანხის ნაწილი, 18 მლნ 10 ათასი დოლარი შეიტანა. დღემდე კომპანიას საპრივატიზაციო დარღვევებისთვის, ყოველდღიურად 19 ათასი აშშ დოლარის საურავი ერიცხება. 
კახი კალაძესა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის მოლაპარაკებები ვალის დაფარვის გრაფიკის შედგენაზე ორ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა, ინვესტორი და სახელმწიფო დღემდე ვერ შეთანხმდნენ. კალაძემ ეკონომიკის სამინისტროსგან პროექტის განხორციელების ვადების გადაწევა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოითხოვა.
საინვესტიციო პროექტის მიხედვით, ~არსენალ სითი~ მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც საცხოვრებელ, საოფისე და რეკრეაციულ ზონებს აერთიანებს. სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებით, კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე სამთავრობო ოფისები უნდა აშენებულიყო. საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, 'არსენალ სითის~ 2016 წლამდე 700 მლნ ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები