მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კბილაშვილს ნაცვლიშვილი ცვლის...

არჩილ კბილაშვილი შესაძლოა პორტფელის გარეშე დარჩეს და კვლავ სექსუალური მოწიფულობის თემატიკის განხილვით დაკავდეს. „პრესა.ჯი'-სთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის სავარძელს მისი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი უმიზნებს.

შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი პირველი მოადგილე, ორკვირიანი მუშაობის შემდეგ, მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მოადგილედ გადაისროლეს. თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ამ უწყების გასაკონტროლებლად. 

„ოცნების' ოცნებას - გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს ყველა ყოფილი (ურჩი) თანამდებობის პირი, კბილაშვილი კარგად ვერ ასრულებს. როგორც ამბობენ, ის არც იუსტიციის მინისტრ წულუკიანს ემორჩილება სათანადოდ. 

ყოფილი ადვოკატი ვერ ახერხებს საოცნებოდ შეფუთოს თანამდებობის პირების დაკავება, რასაც უკვე მოჰყვა ამერიკელი სენატორებისა და ევროპელი ლიდერების შეშფოთება. 

კრემლის მარიონეტ ხაბურძანიას კადრ ლაშა ნაცვლიშვილს კი, შევარდნაძის უშიშროებაში ამის დიდი გამოცდილება აქვს, თანაც არ ღელავს რეპუტაციასა და ტალახის სროლაზე, რასაც ის დიდი ხნის წინ სამართლიანად მიეჩვია. 

ნაცვლიშვილი, რომელიც რუსულ ფეესბეს საჯაროდ უხდიდა მადლობას საქართველოსთვის გაწეული სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარების გამო, ცოტა ხანში, ბედის ირონიისა და რუსეთში ფულებნაშოვნი ოლიგარქის წყალობით, ერთპიროვნულად გადაწყვეტს - ვინ ამოლპეს ციხეში და ვინ - არა...

შესაბამისად, კბილაშვილის საპროკურორო კარიერა დასასრულს უახლოვდება... ივანიშვილის შუშის სასახლეში უკვე გადაწყვეტილია - კბილაშვილი ლაშა ნაცვლიშვილით ჩანაცვლდეს. ეს ცვლილება ამ უწყებას კიდევ უფრო პოლიტიზირებულს გახდის და ივანიშვილის ოცნებებიც გაცილებით სწრაფად ასრულდება.

P.S: დილიდან ვცდილობთ მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის პირველ წყაროსთან გადამოწმებას, მაგრამ არც ნაცვლიშვილი და არც კბილაშვილი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. თუმცა, უწყებაში უკვე შეინიშნება რევერანსები მომავალი უფროსის მიმართ.

ნაცვლიშვილი, რომელიც რუსულ ფეესბეს საჯაროდ უხდიდა მადლობას საქართველოსთვის გაწეული სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარების გამო, ცოტა ხანში, ბედის ირონიისა და რუსეთში ფულებნაშოვნი ოლიგარქის წყალობით, ერთპიროვნულად გადაწყვეტს - ვინ ამოლპეს ციხეში და ვინ - არა...

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები