მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კეტრინ ეშტონი აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში - კეტრინ ეშტონმა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ჩაშლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

როგორც ევროკავშირის დამკვირებელთა მისიის პრესსამსახური იუწყება, კეტრინ ეშტონი მწუხარებას გამოთქვამს 24 აპრილს, აფხაზური მხარის მიერ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ჩაშლის გამო.

„ევროკავშირი გამოთქვამს სინანულს, რომ აფხაზეთის ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა, რომელიც 24 აპრილს იყო დაგეგმილი, ბოლო წუთებში, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ წაყენებული გარკვეული პირობების გამო ჩაიშალა. 

ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე, ევროკავშირის დელეგაციის შემადგენლობის სხვა მონაწილის მიერ განსაზღვრა დაუშვებელია.

ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც წარმოიშვება უკვე შეთანხმებულ და დადგენილ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან დაკავშირებით, შეძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თანათავმჯდომარეთა განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა აღიარებული იქნა ჟენევის დისკუსიების ყველა მხარის მიერ, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უსაფრთხოებისა და სხვა საკითხების ადგილზე განსახილველად. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებზე მათი სტაბილიზების, ნორმალიზაციისა და ნდობის აღდგენის მანდატისთვის.

ჩვენ ვუცხადებთ სრულ განგრძობით ნდობას მის ხელმძღვანელობას.

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა მალე განხორციელდება ყველა მხარის სასიკეთოდ, - ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები