მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კიევში გენადი ონიშენკოს პრესკონფერენცია უკრაინელმა დეპუტატმა ჩაშალა

კიევში რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადი ონიშენკოს პრესკონფერენცია უკრაინელმა სახალხო დეპუტატმა ჩაშალა. ინფორმაციას საგენტო 'უნიანი' ავრცელებს. 
დეპუტატმა ოლეგ ლიაშკო პრესკონფერენციის დარბაზში შეიჭრა და მოითხოვა ახსნა-განმარტება, რატომ იკრძალება რუსეთის ბაზარზე უკრაინული ყველის იმპორტი. ამასთან, დეპუტატი ონიშენკოს უკრაინული ძეხვისა და ყველის დაგემოვნებას სთავაზობდა, რომლებიც პრესკონფერენციაზე ჰქონდა მიტანილი. ლიაშკოს განცხადებით, როგორც დონეცკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რუსეთის მთავარი სანიტარი რუსულ ბაზრებზე უკრაინული პროდუქციის ლობირებას უნდა ეწეოდეს. ონიშენკომ დეპუტატს 'უზრდელი' უწოდა. 
ლიაშკასთან რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ ონიშენკომ პრესკონფერენცია დატოვა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები