მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კლინტონისა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ოპოზიციასთან შეხვედრა დაასრულა. ჰილარი კლინტონმა' სასტუმრო „რედისონი' უკომენტაროდ დატოვა.

შეხვედრის შესახებ პირველი კომენტარი შეხვედრაში მონაწილე „ქრისტიან-დემოკრატიული' მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გააკეთა.

მისი თქმით საუბარი, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, მოსახლეობის ინტერესებსა და შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებს შეეხო.

„დადებითად ვაფასებთ, ქალბატონი კლინტონის ვიზიტს. მოვისმინეთ მისი შეფასებები დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით. კლინტონმა ისაუბრა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე. აშშ გარანტია ჩვენი მშვიდობის, ამიტომ საუბარი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხსაც შეეხო. განვიხილეთ ორი ქვეყნის მოკლე და გრძელვადიანი თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება',- განაცხადა თარგამაძემ.

მისი თქმით, კლინტონის გზავნილები პოზიტიიურად აისახება არჩევნებზე.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები