მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კლინტონი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ინიციატივით გამოდის

ჰილარი კლინტონი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების ინიციატივით გამოდის. როგორც საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, გასულ კვირას მხარეებმა სავაჭრო და სამრეწველო დიალოგი წამოიწყეს.

„ეს ჯგუფი შეიმუშავებს სხვადასხვა მექანიზმებს, რათა გავაძლიეროთ სავაჭრო ურთიერთობები ჩვენ ქვეყნებს შორის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას აშშ-სა და საქართველოს შორის იყოს თავისუფალი ვაჭრობა. ამ ურთიერთობებით ბევრი საქმე კეთდება და კეთდებოდა ბოლო 20 წლის განმავლობაში',- განაცხადა კლინტონმა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები