მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კლინტონი: აშშ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე საქართველოს სუვერენიტეტს მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირა.

ჰილარი კლინტონის განცხადებით, აშშ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს  საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ჩარჩოებში.

„პრეზიდენტი და მე ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, კონფლიქტების მოგვარებაში. პატივს ვცემთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. დღეს, ჩვენ განვიხილეთ  თემები, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ხელი გაუწოდოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში მცხოვრებ ხალხს. აქ შედის ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტების უზრუნველყოფა. მზად ვართ, შესაბამისი დოკუმენტების შემოღებისთვის, რომლითაც აშშ-ში განათლების მისაღებად წასვლა გამარტივდება',- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ამასთან, ჰილარი კლინტონი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით დადგება.

მისი თქმით, ყველა ქართველი იმსახურებს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებას.

„შევხვდი ოპოზიციას, მათ განიხილეს საკითხები  საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გაღრმავების კუთხით. აშშ-ს სჯერა, რომ დემოკრატიისთვის ძალინ მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივიზმის ღია დებატები, თანაბარი სამუშო გარემო, საინფორმაციო უზრუნველყოფა, რომელსაც  არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის. მოუთმენლად ველოდებით, რომ საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.  2013 წელს  ძალაუფლების გადაცემა  დემოკრატიულად უნდა მოხდეს. ყველა პარტიამ და კანდიდატმა პატივი უნდა სცეს პოლიტიკურ პროცესს',- დასძინა ჰილარი კლინტონმა.

internet.ge 

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები