მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კოალიცია 'მედია ადვოკატირებისთვის' მურთაზ ზოდელავას, ვანო მერაბიშვილს და გიგა ბოკერიას თხოვნით მიმართვას

 

კოალიცია 'მედია ადვოკა-ტირებისთვის'  საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას ფოტორეპორტიორების საქმეზე 'გრიფით საიდუმლოს' თხოვნით ოფიციალურ მიმართვას უგზავნის.

მიმართვის ტექსტს 'ჯეონიუსი' უცვლელად გთავაზობთ.

'ბატონებო, მოგეხსენებათ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულები არიან: ზურაბ ქურციკიძე (ევროპის პრესფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში) გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოტრპორტიორი) და ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოტრპორტიორი).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კოალიცია 'მედია ადვოკატირებისათვის' წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქმე სრულიად საიდუმლო არ არის, გასაიდუმლოებულია მხოლოდ საქმის ნაწილი. ასევე, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი 2011 წლის 15 ივლისის ოფიციალურ სატელევიზიო განცხადებაში ადასტურებს, რომ ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებულ საქმეს სრულად არ ადევს საიდუმლო გრიფი.

ამის მიუხედავად, დაკავებულთა ადვოკატების ცნობით, მათ დადებული აქვთ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გაუხმაურებლობის ხელწერილი, ხოლო საქმის მასალები სრულად არის გასაიდუმლოებული. ამ განცხადებებს შორის არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც კიდევ უფრო ზრდის საზაგადოებაში არსებულ გაურკვევლობას. ჩვენთვის, სამოქალაქო საზოგადოებისათვის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, არ არის ხელმისაწვდომი საკმარისი ინფორმაცია საქმეში არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით არც სახელმწიფოს უფლებამოსილი წარმომადგენლების და არც ბრალდებულთა ადვოკატების მეშვეობით.
მოვითხოვთ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქმის მასალები იყოს ღია და ხელმისაწვდომი. ამასთანავე, მოგმართავთ თხოვნით, შეიცვალოს ადვოკატების მიერ დადებული ხელწერილის პირობები და მათ მიეცეთ შესაძლებლობა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია გაავრცელონ. კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ დაუყოვნებლივ მოახდენთ რეაგირებას ჩვენს განცხადებაზე. გთხოვთ, პასუხი გვაცნობოთ წერილობით', - ნათქვამია მიმართვაში.


მიმართვას ხელს აწერენ კოალიციის წევრი ორგანიზაციები: 'საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია', არასამთავრობო ორგანიზაცია 'სამოქალაქო საზოგადოებისათვის' , 'საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია', 'რეგიონული მაუწყებლების ქსელი', 'ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია', 'მედიაკლუბი' , 'საერთაშორისო გამჭვირვალობა', 'საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია', 'სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი', ფონდი 'ღია საზოგადოება - საქართველო', 'ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი'.

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები