მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კოალიციურმა ძალებმა კადაფის სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს

კოალიციური ძალები ლიბიაზე დარტყმებს განაგრძობენ.
უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საჰაერო დარტყმის შედეგად მთლიანად განადგურებულია მუამარ კადაფის ერთ-ერთი რეზიდენცია . აფეთქება ბედუინების კარავიდან 50 მეტრში მოხდა, სადაც ლიბიის ლიდერი ჩვეულებისამებრ სტუმრებს მასპინძლობდა-ხოლმე.
ამასთან, პენტაგონი აცხადებს, რომ კოალიციური ძალები არ ცდილობენ კადაფის ან მისი ოჯახის განადგურებას. 'სი-ენ-ენ'-ის ეთერში კოალიციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საჰაერო დარტყმა ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე გახორციელდა, საიდანაც კადაფი სამთავრობო ძალების მოქმედებების კოორდინირებას ახორციელებდა.
რაც შეეხება დაღუპულთა რაოდენობას, ტელეარხ 'ალ ჯაზირას' ინფორმაციით, მხოლოდ გასული კვირის პარასკევს ბენღაზისთვის ბრძოლებში 90 ადამიანი დაიღუპა. სულ კი, მუამარ კადაფის ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში 8 ათასზე მეტი აჯანყებულია დაღუპული.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კადაფის ხელისუფლების წარმომადგენლები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებებს აკეთებენ, კადაფის არმია აჯანყებულთა ქალაქ მისურატს უტევს. ადგილობრივთა მტკიცებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში კადაფის ტანკები გამოჩნდნენ. თვითმხილველთა თქმით, ქალაქში უკვე რამდენიმე დღეა, მოქმედებენ კადაფის სნაიპერები.
კოალიციურმა ძალებმა ლიბიაზე საჰაერო დარტყმები შაბათს დაიწყეს. კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ახორციელებენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა. ოპერაციაში გარკვეული სახით მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ესპანეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ყატარმა და თურქეთმა. ოეპრაციაში დღეიდან ბელგიაც ჩაერთვება.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები