მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კობა დავითაშვილი დავით ბაქრაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი დავით ბაქრაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.  როგორც დავითაშვილმა რადიო 'პალიტრის' გადაცემა 'რეზიუმეში' განაცხადა, ეს არ იქნება პოლიტიკური დევნა, რადგან თბილისის პარლამენტის შენობის მიზანმიმართულად დაზიანების ფაქტი გამოსაძიებელია. 
'არა მგონია, ბატონ ბაქრაძეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის სტატუსი უნდა ეხმარებოდეს იმაში, რომ ეს საქმე გამოძიებული არ იყოს, რადგან მისი პირადი ბრძანების საფუძველზე სამართლებრივად აბსოლუტურად მიუღებელი ქმედება განხორციელდა და დაზიანდა სახელმწიფო ქონება. მე ვაყენებ ამ საკითხს და ეს არ არის პოლიტიკური დევნა. როცა პარლამენტის თავმჯდომარე იძლევა ზეპირ ბრძანებას, აჩეხეთ დარბაზი და ამის შესახებ ჩვენებები არსებობს, გამოძიება აუცილებელია. თუმცა, ეჭვი მაქვს, ბრძანება მხოლოდ ბაქრაძეს არ გაუცია და ეს უფრო ზემოდან მოდიოდა', - აღნიშნა დავითაშვილმა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები