მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კობა დავითაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა კოტე კუბლაშვილთან შეხვედრით შეცდომა დაუშვა

,,ბიძინა ივანიშვილმა კოტე კუბლაშვილთან შეხვედრით შეცდომა დაუშვა', _ განაცხადა ,,პირველი რადიოს'' პრესკლუბში სტუმრობისას კოალიცია ,,ქართული ოცნების' წევრმა კობა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელმაც პრემიერი დაარწმუნა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვედროდა ცუდი რჩევა მისცა. 
'მე არ მომერიდება, რომ კოლეგები გავაკრიტიკო, თუნდაც კოალიციის ლიდერი, როდესაც ის შეცდომას უშვებს. ბატონმა ბიძინამ სამართლიანად თქვა და მოუწოდა სააკაშვილს და მის გუნდს, რომ ნუ ელაპარაკებიან დასავლეთს და ელაპარაკონ საკუთარ ხალხს. მე მეჩვენება, რომ კუბლაშვილთან შეხვედრა სწორედ ისეთი ფორმატში, რომ ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივისცემა - შეცდომა იყო და ვინც ეს ურჩია ბატონ ბიძინას და დაარწმუნა, რომ ეს იქნებოდა კარგი ნაბიჯი და ამით ვიღაცის გულს მოვიგებდით, არასწორი რჩევა მისცა' - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები