მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კოდორის ხეობაში რუსი ოკუპანტები უკონტაქტო ნაღმმძებნ - „Коршун“-ს ცდიან

აფხაზეთში რუსი ოკუპანტები უკონტაქტო ნაღმმძებნის „Коршун'-ის ათვისების მიზნით პრაქტიკას გადიან. საინჟინრო-სასანგრე დანაყოფების სწავლებები საქართველოს ოკუპირებული რეგიონის კოდორის ხეობის სოფელ წებელდასთან ახლოს მიმდინარეობს.

„Коршун'-ის შესაძლებლობებს და გამოყენების წესებს ოცდაათზე მეტი სამხედრო მოსამსახურე სწავლობს - აცნობა ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის წარმომადგენელმა. სწავლებებში ასევე ჩართულია ათამდე სპეციალური ტექნიკა.

საუბარია ველების დანაღმვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე და დანაღმული ველების მართვაზე, ადგილების საინჟინრო დაზვერვაზე, ასაფეთქებელი მოწყობილობების განადგურებაზე საჭირო მოქმედებების გამომუშავებაზე და ა.შ. საველე მეცადინეობები კვირის ბოლომდე გასტანს, მათი ნახევარზე მეტი ღამის საათებში ჩატარდება.

ტექნიკური დოკუმენტების მიხედვით, ნაღმსაძიებელი „Коршун' მნიშვნელოვნად აღემატება რუსეთის ჯარებიას შეიარაღებაში არსებულ თავის ანალოგებს. მას შეუძლია ასაფეთქებელი მოწყობილობების სხვადასვა სახის წინაღობის მიღმა აღმოჩენა: ბეტონისა და აგურის კედლების უკან, ეკლის მავთულისა და მეტალის ბადის მიღმა, გზების ასფალტისა და ბეტონის საფარების ქვეშ. 30 მეტრის რადიუსში გააჩნია მართვადი ნაღმებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენის შესაძლებლობები. ობიექტის ძებნის სისწრაფე 40-50 - ჯერ აღემატება მეტალოდეტექტორების ანალოგიურ მაჩვენებლებს.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები