მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კოკა ყანდიაშვილი: ან ისევ ნაციონალურ დროში დავბრუნდი, ან ზედმეტად ეჭვიანი ვარ

ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილის შეფასებით, საზოგადოებას ბაჩო ახალაიას სასამართლოს ნახვა უფრო აინტერესებდა, ვიდრე ირაკლი ოქრუაშვილის. როგორც ყანდიაშვილი 'ფეისბუქში' წერს, ის, რომ სასამართლომ მხოლოდ ოქრუაშვილის პროცესის გადაღების ნებართვა გასცა, უსამართლოა.

'ზუსტად ამ 2 წუთში - იყო აპლოდისმენტები, სააკაშვილის ძმის მისვლა, ეროსის ღობესთან ამოცნობილი 2 გადაძრომისტი - ერთი სიტყვით ეს უსასრულო 2 წუთი იყო და, რა თქმა უნდა, ყველა არხმა აჩვენა. ახალაიას სასამართლო პროცესზე კი ეს ნებართვა არ გაიცა. მაგრამ: - შეიძლება მე ვცდები, ან ისევ ნაციონალურ დროში დავბრუნდი, ან ზედმეტად ეჭვიანი ვარ. (იმ კომენტარების პათოსით - 'კოკა, შევარდნაძის დრო გენატრებააა?')' -წერს ყანდიაშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ ეს პოსტი არ არის ახალაიას ან ოქრუაშვილის საწინააღმდეგო.

 'ეს სამართლიანობის კონტექსტშია. :)' - დასძენს ჟურნალისტი.

 ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე, მედიასაშუალებებისთვის ვიდეოგადაღება პირველი 3 წუთის განმავლობაში დაუშვეს. მოსამართლემ იგივე ნებართვა შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე არ გასცა.

news.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები