მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'კომერსანტი' - საქართველოს ხელისუფლებამ და მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეთანხმება შეძლეს

საქართველოს ხელისსუფლებამ და მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეთანხმება შეძლეს, - ამის შესახებ რუსული გამოცემა 'კომერსანტი' წერს. 
კერძოდ, 'კომერსანტი' იმ კონფლიქტის გადაჭრაზე წერს, რომელიც რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებული კანონის მიღებამ გამოიწვია. 
'საქართველოს ხელისუფლებამ პირობა მისცა ეკლესიას, რომ ყველა ქონებრივი უფლება დაცული იქნება, რის შემდეგაც წმინდა სინოდმა მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდა. საქართველოში კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საპატრიარქოსთან განხილვის გარეშე სამოქალაქო კოდექსში შეიტანა ცვლილებები რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირისი სტატუსის მინიჭების შესახებ', - წერს ავტორი. 
სტატიაში ასევე მოყვანილია 'რესპუბლიკელი' დავით ბერძენიშვილის ციტატა იმის თაობაზე, რომ კანონის მიღებიდან მალევე სომხეთა პატრიარქმა გარეგინ მეორემ პრეზიდენტ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა. აქვე გამოცემა კანონის მიღების შემდეგ განვითარებულ სხვა მოვლენებსაც მიმოიხილავს. კერძოდ, აღნიშნავს, რომ პატრიარქმა ილია მეორემ პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდა და პასუხისმგებლობა პრეზიდენტს დააკისრა. 
'პატრიარქიც და წმინდა სინოდიც აღნიშნავდნენ, რომ ეკლესია სხვა კონფესიების წინააღმდეგნი არ არიან, მაგრამ კანონის მიღებისას ხელისუფლებას პროექტი განსახილველად უნდა გამოეტანა', - აღნიშნულია სტატიაში.
საბოლოოდ კი, ავტორი ასკვნის, რომ ეკლესიამ ხელისუფლებასთან კონფლიქტის გამწვავება არ ისურვა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები