მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კონრად ადენაუერის ფონდში დავით ბაქრაძემ ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით მაია ფანჯიკიძის კითხვას უპასუხა

კონრად ადენაურის ფონდში სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით , 'ქართული ოცნების' პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის კითხვას უპასუხა. დავით ბაქრაძის ადენაურის ფონდში სიტყვით გამოსვლის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 
კონრად ადენაურის ფონდში დავით ბაქრაძე სიტყვით, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გამოვიდა.
პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლის მთავარი თემა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესები იყო.
დავით ბაქრაძემ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. 
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დიალოგის მზადყოფნა არაერთხელ დაადასტურა, გააუქმა მასთან სავიზო რეჟიმი და დათანხმდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. მიუხედავად ამისა, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 % კვლავ ოკუპირებული აქვს.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას დავით ბაქრაძემ საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნების სამზადისზეც გაამახვილა ყურადღება. 
პარლამენტის თავმჯდომარემ მსმენელებს 'საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე' კონსტიტუციური კანონპროექტის არსი გააცნო, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
კონრად ადენაუერის ფონდში შეხვედრას 'ქართული ოცნების' პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძეც დაესწრო. 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ მის დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში უნდა მოგვარდეს. 
'ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ასეთი ტიპის დისკუსიებია. აუდიტორიისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა მოესმინა პასუხები დასმულ შეკითხვებზე, მათ შორის ქართული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მხრიდან. მნიშვნელოვანია გერმანულმა აუდიტორიამ დაინახოს, რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხები, როგორიცაა, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება, ყველა ქართული პოლიტიკური ძალის შეურყეველი პრიორიტეტია,' - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები