მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კორეინ ვორტმან-კული - ომბუდსმენის მინისტრად დანიშნვა ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო

„ევროპის სახალხო პარტიის' ვიცე-პრეზიდენტი კორეინ ვორტმან-კული აცხადებს, რომ თბილისის მე-8 ციხეში მომხდარი სამწუხარო  ფაქტი საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიუღებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე სათანადო რეაგირება მოახდინა. 

მისი შეფასებით, ყოფილი ომბუდსმენის მინისტრად დანიშნვა ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო. 

„ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი აცნობიერებს იმ პროგრესს, რასაც საქართველომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მიაღწია და ასევე, იმ მყისიერ ძალისხმევას, რომელიც ციხეში მომხდარ კრიმინალურ აქტს მოჰყვა' - განაცხადა თბილისში მყოფმა კორეინ ვორტმან-კულმა. 

ამასთან, მისი თქმით, მნიშნველოვანია ხალხმა მომავალ არჩევნებზე სწორი არჩევანი გააკეთოს. იგი მიუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს მიიღონ კენჭისყრის შედეგები თუ ის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სამართლიანად შეფასდება.

ჯეონიუსპრესი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები