მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კორნელია პიპერი: გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილის - კორნელია პიპერის შეფასებით, საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება.

ამის შესახებ განცხადება პიპერმა დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძესთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

კორნელია პიპერის განცხადებით, გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები ჩვენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირის დამყარებიდან 20 წლისთავზე. გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. მიხარია, რომ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები დინამიურად ვითარდება',- განაცხადა კორნელია პიპერმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა  მინისტრის მოადგილე კორნელია პიპერი, საქართველოს ხვალ დატოვებს. ვიზიტის ფარგლებში კი, კორნელია პიპერი, ასევე  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს - დიმიტრი შაშკინსაც შეხვდება.

internet.ge 

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები