მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კოტე კუბლაშვილი - ვენეციის კომისიამ სასამართლო ხელისუფლების შენიშვნები გაითვალისწინა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი აცხადებს, რომ ყველა საკამათო საკითხი, რომელიც სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის არსებობდა , ვენეციის კომისიამ სასამართლოს პოზიციის შესაბამისად ასახა დასკვნაში. 
როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, ხვალ გამოქვეყნდება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ რეკომენდაციები, რომელიც კომისიამ შეიმუშავა, კანონმდებლობაში აისახება. კოტე კუბლაშვილის განცხადებას 'ინტერპრესნიუსი' უცვლელად გთავაზობთ:
'უზენაესი სასამართლო მიესალმება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე პროცესში ვენეციის კომისიის ჩართულობას. მისასალმებელია ის გარემოება, რომ ვენეციის კომისიამ გაითვალისწინა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა შენიშვნები და თავის დასკვნაში მიუთითა, რომ 'სასამართლო ხელისუფლების მომავალი ფუნქციონირებისა და ორგანიზაციული საკითხების შემუშავების დროს საკანონმდებლო უფლებამოსილების გამოყენებისას პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უწყვეტობას'.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის ამოქმედება ავტომატურად არ უნდა იწვევდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძველი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ამ ცვლილების ამოქმედება ახალი მთავრობის ან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისთვის არასასურველი შემადგენლობის საკონონმდმებლო ცვლილებების გზით შეცვლის გაუმართლებელ და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელმყოფ პრეცედენტს შექმნიდა. 
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით: სასამართლოების თავმჯდომარეებს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეებს, მოადგილეებს, პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს და ყველა იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული პოზიციები ეკავათ საბჭოს არჩევნებამდე ბოლო 1-ელი წლის განმავლობაში, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, იყვნენ საბჭოს წევრობის კანდიდატები: შესაძლებელია, კანონმა დააწესოს შეზღუდვები საბჭოს შემადგენლობაში მყოფი თავმჯდომარეების რაოდენობასთან მიმართებაში; ასევე, შესაძლებელია, კანონმა დააწესოს მოთხოვნა, რომ სასამართლოს თავმჯდომარის საბჭოში არჩევის შემთხვევაში, მას მოუხდეს თავმჯომარის თანამდებობის დატოვება.
ამოღებულ იქნას მუხლი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ახალი კანონის ამოქმედებისთანავე, 'იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძველ შემადგენლობას, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა, შეუწყდება უფლებამოსილება.' 
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, მომავალში შესაძლებელია განხილული იქნეს სხვა გარდამავალი დებულების მიღება, რომელიც არსებულ საბჭოს შემადგენლობას დააახლოებს მისი მომავალში დაკომპლექტების მეთოდთან. მაგალითად, იმის მითითებით, რომ სასამართლოს მოქმედი თავჯდომარეები უნდა გადადგნენ თავმჯდომარეობიდან იმისთვის რომ შეინარჩუნონ საბჭოს წევრობა. შესაძლოა, ასევე გადაიხედოს ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ მოსამართლეთა კონფერენციის ნაცვლად მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა', - აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები